ვანო მერაბიშვილსა და ზურაბ ჭიაბერაშვილს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს

ვანო მერაბიშვილსა და ზურაბ ჭიაბერაშვილს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გენერალურ მდივანს, ვანო მერაბიშვილსა და კახეთის გუბერნატორს ზურაბ ჭიაბერაშვილს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს. 

როგორც ქუთაისის წინასწარი დაკავების იზოლატორში, ბრალის წარდგენის პროცედურს შემდეგ ჟურნალისტებს ვანო მერაბიშვილის ადვოკატმა გიორგი ჩივიაშვილმა განუცხადა, პროკურატურა მერაბიშვილს ზუსტად იმ მუხლების დარღვევაში ადანაშაულებს, რაზეც დღის განმავლობაში ჰქონდა საუბარი.

გამოძიება მერაბიშვილს სისხლის სამართლის კოდექსის 1641, 182-ე მუხლის მესამე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით და 332-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში ადანაშაულებს.

ჭიაბერაშვილის ადვოკატის, გიორგი გელხაურის თქმით კი, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალი ედება მოსყიდვაში, გაფლანგვასა და უფლებამოსილების გადამეტებაში. ადვოკატების ინფორმაციით, საქმე ხვალ გადაეგზავნება სასამართლოს და ჩაინიშნება სასამართლოს სხდომა, სადაც სასამართლო აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხზე იმსჯელებს.