ბარათელს უკანონო ნივთის შენახვა-გამოყენების ბრალდების გამო ხვალ სავარაუდოდ, განაჩენს გამოუტანენ

ბარათელს უკანონო ნივთის შენახვა-გამოყენების ბრალდების გამო ხვალ სავარაუდოდ, განაჩენს გამოუტანენ

აკადემიკოს გურამ შარაძის მკვლელობაში მსჯავრდებულს გიორგი ბარათელს უკანონო ნივთის შენახვა-გამოყენების ბრალდების გამო ხვალ სავარაუდოდ, განაჩენს გამოუტანენ.

პროცესს, რომელიც 14:00 საათზე დაიწყება, მოსამართლე ჯემალ კოპალიანი გაუძღვება.

ბარათელის ადვოკატის მამუკა ნოზაძის ვარაუდით, ხვალინდელ სხდომაზე შესაძლოა, ბარათელს განაჩენიც გამოუტანონ.

ადვოკატის თქმით, "პირველმა არხმა", რომელსაც წერილობით მიმართა რამდენიმე ათეულმა, საზოგადოებისთვის მეტ-ნაკლებად ცნობილმა ადამიანმა, ბარათელის პროცესის უწყვეტ გადაღებაზე უარი თქვა.

ხვალინდელ პროცესს გურამ შარაძის შვილი რუსუდან შარაძეც დაესწრება.

შეგახსენებთ, რომ გიორგი ბარათელი აკადემიკოს გურამ შარაძის მკვლელობის გამოა მსჯავრდებული. იგი სასჯელს 2007 წლის 20 მაისიდან იხდის. ბარათელს 26 წელი და ექვსი თვე აქვს მისჯილი..