ქუთაისის მერობა 71 ადამიანს სურს

ქუთაისის მერობა 71 ადამიანს სურს

ქუთაისის მერობა 71 ადამიანს სურს. სპეციალურმა კომისიამ, რომელიც მერობის მსურველთა განცხადებებს იღებდა, დღეს მუშაობა დაასრულა და განცხადების განხილვა დაიწყო. მერობის მსურველთაგან 28 ქალია. 

როგორც "ინტერპრესნიუსს" ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ მარგველაშვილმა განუცხადა, დღეს ჩანიშნულია კომისიის პირველი სხდომა, სადაც დაიწყებენ განცხადებების განხილვას არის თუ არა შესაბამისობაში წარმოდგენილი დოკუმენტაცია. ამის შემდეგ კი მოხდება გასაუბრება.

გასაუბრების ეტაპი დაახლოებით 2 კვირას გასტანს, რომლის შემდეგ, საკრებულო ქუთაისის ახალ მერს აირჩევს.