დუისში ის პირები დაკრძალეს, რომელთა ცხედრებსაც ექსჰუმაცია ჩაუტარდა

დუისში ის პირები დაკრძალეს, რომელთა ცხედრებსაც ექსჰუმაცია ჩაუტარდა

დუისის სასაფლაოზე, ლოპოტას ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციისას ლიკვიდირებული ის პირები დაკრძალეს, რომელთა ცხედრებსაც ექსჰუმაცია ჩაუტარდა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსის" რეგიონული კორესპონდენტი იტყობინება. 

სამი პირის - სალამ ზაურბეკოვის, ასლან მარგოშვილის და ბაჰაუდი ბაღაკაშვილის ექსჰუმაცია დაახლოებით ერთი კვირის წინ მოხდა.

როგორც გარდაცვლილების ახლობლები აცხადებენ, მიუხედავად იმისა, რომ მათი რელიგია საფლავის გახსნას კრძალავდა, ისინი რელიგიის წინააღმდეგ წავიდნენ და საფლავების გახსნას საქმეში სიმართლის გასარკვევად დასთანხმდნენ.

გავრცელებული ინფორმაციით, სავარაუდოდ, დღეს უნდა მოხდეს კიდევ იმ ოთხი პირის ცხედრის ექსჰუმაცია, რომლებიც ასევევ ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს დაიღუპნენ.