ავღანეთში დაღუპული სამი ქართველი სამხედრო სამშობლოში ჩამოასვენეს

ავღანეთში დაღუპული სამი ქართველი სამხედრო სამშობლოში ჩამოასვენეს

ავღანეთში ტერორისტული თავდასხმის შედეგად დაღუპული სამი სამხედრო მოსამსახურე - სერჟანტი ზვიად დავითაძე, კაპრალი ალექსანდრე კვიწინაძე და კაპრალი ვლადიმერ შანავა სამშობლოში ჩამოასვენეს.

როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან იტყობინება, სამხედრო თვითმფრინავი, რომლითაც ავღანეთიდან საქართველოში ცხედრების გადმოსვენება მოხდა, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაახლოებით 10.30 საათზე დაეშვა.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სამგლოვიარო ცერემონია გაიმართა. დაღუპულ სამხედროებს ადგილზე საპატიო ყარაული დახვდა.

აეროპორტში იყოფებოდა შეირაღებული ძალების ეროვნული გვარდიის სამხედრო საჩვენებელი ორკესტრი, რომელმაც ცხედრების გადმოსვენებისას სამგლოვიარო მარში შეასრულა.

დაღუპული ქართველი ჯარისკაცების სამშობლოში ჩამოსვენებასთან დაკავშირებულ სამგლოვიარო ღონისძიებას თბილისის საერთაშორო აეროპორტში ესწრებოდნენ თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია, მისი მოადგილეები, გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელობა, საქართველოში აშშ-ის საელჩოს წარმომადგელობა და სხვა პირები.

აეროპორტში იმყოფებოდნენ ზვიად დავითაძის, ალექსანდრე კვიწინაძის და ვლადიმერ შანავას ოჯახის წევრები და ახლობლები.

ავღანეთში დაღუპული ქართველი სამხედროები აეროპორტიდან პროზექტურაში გადაასვენეს.

დღესვე, 19.00 საათზე მათ ქაშვეთის ეკლესიაში დაასვენებენ, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება.

ავღანეთის მისიაში 22 ქართველი სამხედრო მოსამსახურეა დაღუპული.