საქართველოში გლოვის დღეა

საქართველოში გლოვის დღეა

დღეს, 16 მაისს, საქართველოში გლოვის დღეა. გლოვის დღე საქართველოს მთავარობის მიმართვის საფუძველზე საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ავღანეთში დაღუპული სამი ქართველი ჯარისკაცის ხსოვნის უკვდავსაყოფად გამოაცხადა.

"1. ავღანეთში უსაფრთხოების ხელშეწყობის საერთაშორისო ძალების შემადგენლობაში (ISAF)) სამშვიდობო მისიაში მონაწილეობისას 2013 წლის 13 მაისს ტერორისტული თავდასხმის შედეგად დაღუპული საქართველოს შეიარაღებული ძალების 3 სამხედრო მოსამსახურის ხსოვნის უკვდავსაყოფად საქართველოში 2013 წლის 16 მაისი გამოცხადდეს გლოვის დღედ.

2. აღნიშნულთან დაკავშირებით, 2013 წლის 16 მაისს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე დაშვებულ იქნას სახელმწიფო დროშები", - ნათქვამია პრეზიდენტის განკარგულებაში.