სერბეთ-კოსოვოს მაგალითი პრემიერ-მინისტრის ხედვით

სერბეთ-კოსოვოს მაგალითი პრემიერ-მინისტრის ხედვით

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს, სატელევიზიო არხის „Euronews“–ის კორესპონდენტმა ნატალია რიჩარდსონ-ვიკულინამ, მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით ინტერვიუ ჩამოართვა. ინტერვიუში ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს მის კონფლიქტურ რეგიონებთან ურთიერთობის დარეგულირების კარგ მაგალითად სერბეთისა და კოსოვოს შემთხვევა დაასახელა. 

„ურთიერთობის ნორმალიზაციის კარგი მაგალითია სერბეთ-კოსოვო. მათ მიერ მიღწეული შეთანხმება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მსოფლიო იცვლება და ადამიანები, რომლებსაც წარსულში არცთუ წარმატებული ურთიერთობა ჰქონდათ, ახლა საერთო ენაზე საუბრობენ და როგორღაც მოახერხეს, მიეღწიათ შეთანხმებისთვის. ასე რომ, ჩვენ ყველაფერი უნდა ვიღონოთ ჩვენს ძმებთან – ოსებთან, აფხაზებთან და, რა თქმა უნდა, რუსებთან ურთიერთობის დასალაგებლად“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.