ნარკოტიკების მომხმარებლებისთვის შესაძლოა, სპეციალური ციხე აშენდეს

ნარკოტიკების მომხმარებლებისთვის შესაძლოა, სპეციალური ციხე აშენდეს

საქართველოში ნარკოტიკების მომხმარებლებისთვის შესაძლოა, სპეციალური ციხე, სამკურნალო დაწესებულება შეიქმნას. როგორც სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა, სოზარ სუბარმა პროექტ "საქართველოს მთავრობა - ღია მმართველობისთვის" ფარგლებში დღეს ჟურნალისტებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, ნარკოტიკებთან დაკავშირებით ყოფილი ხელისუფლების ვითომ მკაცრმა სისხლის სამართლებრივმა პოლიტიკამ სრული კრახი განიცადა.

სოზარ სუბარის თქმით, სწორედ წინა ხელისუფლების დროს, ნარკოტიკური დანაშაული იატაკქვეშეთში გადავიდა, გაიზარდა და გაძლიერდა.

"ვფიქრობთ, რომ შეიქმნას ერთგვარი ახალი ტიპის დაწესებულება, ციხე, რომელიც იქნება არა ტრადიციული გაგებით ციხე, არამედ ერთგვარი სამკურნალო დაწესებულება, სადაც ადამიანები გამოჯანმრთელდებიან და ნარკოდამოკიდებულები აღარ იქნებიან", - აღნიშნა მან.