პლენარული სხდომა კამათის ფონზე მიმდინარეობს

პლენარული სხდომა კამათის ფონზე მიმდინარეობს

პარლამენტში "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონპროექტის განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს. 

გასულ სასესიო კვირას, საკითხზე 6 საათის განმავლობაში მსჯელობდნენ და ინიციატივის ირგვლივ ყველა სახის შეკითხვა დაისვა, მაგრამ იქედან გამომდინარე, რომ უმცირესობა ცვლილებებს კატეგორიულად ეწინააღმდეგება, უმრავლესობას საპროცედურო ომს უცხადებენ.

ამ წუთებში კანონმდებელთა კითხვებს რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ქეთევან ციხელაშვილი პასუხობს.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ ცვლილებაზე უმცირესობა გასულ სასესიო კვირას, უმცირესობას საპროცედურო ომი გამოუცხადა და მმართველმა ძალამ 6 საათია განხილვს მიუხედავად, საკითხის კენჭისყრა ვერ შეძლო.

მთავრობის მიერ მომზადებული ცვლილებებით, კანონის ნორმების დარღვევის შემთხვევაში, უცხო ქვეყნის მოქალაქე ან მოქალაქეობის არმქონე პირი, თავისუფლების აღკვეთის ნაცვლად, 400 ლარით დაჯარიმდება.