საგამოძიებო სამსახურმა

საგამოძიებო სამსახურმა "IPhone +"-ის ხელმძღვანელობიდან რამდენიმე პირი დააკავა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა მაღაზიათა ქსელ "IPhone +"-ის ხელმძღვანელობიდან რამდენიმე პირი დააკავა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან აცნობეს. 

ამ დროისთვის არ კონკრეტდება, თუ რა გახდა დაკავების მიზეზი. როგორც საგამოძიებო სამსახურში აცხადებენ, ინფორმაციას დაკავებასთან დაკავშირებით მოგვიანებენ გაავრცელებენ.
დღის განმავლობაში აღნიშნული მაღაზიათა ქსელის სავაჭრო ობიექტები დაკეტილია.