მოსამართლეთა კონფერენციის ჩატარების თარიღად 26 მაისი ან 2 ივნისი განიხილება

მოსამართლეთა კონფერენციის ჩატარების თარიღად 26 მაისი ან 2 ივნისი განიხილება

მოსამართლეთა კონფერენციის ჩატარების თარიღად 26 მაისი ან 2 ივნისი განიხილება და ამ ორი თარიღიდან ერთ-ერთზე მოხდება შეჯერება.

როგორ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილმა მოსამრთლეთა კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, დღეს მოხდა საარჩევნო ბიულეტენის დამტკიცება, ასევე მოხდა წარმოდგენა მოქმედი მოსამართლეების სიის, რომლებსაც უფლება აქვთ მიიღონ მონაწილეობა კონფერენციაში.

გარდა ამისა, როგორც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე აცხადებს, განიხილეს დღის წესრიგის პროექტი.

"დღის წესრიგის პროექტი ჰქვია იმიტომ, რომ ჯერ არ ამოქმედებულა "საერთო სასამართლოების შესახებ" ორგანულ კანონში ცვლილებები და ამ კანონის ძალაში შესვლის შემდეგ დღის წესრიგს დავამტკიცებთ. დღის წესრიგში არის ყველა საკითხი შეტანილი აქ საუბარია დაწყებული იუსტიციის უმაღლესი სკოლის თავმჯდომარის არჩევნებით, დამთავრებული სადისციპლინო კოლეგიის არჩევით, მათ შორის, რა თქმა უნდა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევის საკითხით", – განაცხადა კონსტანტინე კუბლაშვილმა.

მისივე განმარტებით, მას შემდეგ რაც მოხდება "საერთო სასამართლოების შესახებ" ორგანულ კანონში ცვლილებების დამტკიცება მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტი კიდევ ერთხელ მომდევნო კვირის ხუთშაბათს, 15:00 საათზე შეიკრიბება.

კუბლაშვილის განცხადეებით, დღის წესრიგის პროექტის განხილვისას გამოიკვეთა ერთი საკითხი, რომელიც უკავშირდება კონფერენციის მიერ ერთი დღის განმავლობაში გადაწყვეტილების მიღებას. როგორც კუბლაშვილმა განაცხადა, შეიძლება ერთი დღე ამისთვის საკმარისი არ იყოს და დიდი ალბათობით კონფერენცია შემდგე კვირას გაგრძელდეს.