დიდუბის ხიდთან შეიარაღებული პირი დააკავეს

დიდუბის ხიდთან შეიარაღებული პირი დააკავეს

საპატრულო პოლიციამ დიდუბის ხიდთან შეიარაღებული პირი დააკავა. სამართალდამცავებმა შენიშნეს პირი, რომელსაც იარაღი ჰქონდა და სიტუაციაში გასარკვევად მასთან მივიდნენ. 

აღნიშულმა პირმა კი, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწია. მან პატრულის მიმართულებით ორჯერ ისროლა. ამასთან, არსებული ინფორმაციით, დაკავებულს დაზიანებები აღენიშნება და იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს.