ირაკლი ღარიბაშვილი:   ლაშა ნაცვლიშვილს ტყუილად აბრალებენ რაღაცეებს

ირაკლი ღარიბაშვილი: ლაშა ნაცვლიშვილს ტყუილად აბრალებენ რაღაცეებს

შს მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ლაშა ნაცვლიშვილს "ტყუილად აბრალებენ რაღაცეებს". ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა ე.წ მოდულის შენობის დატოვებამდე ჟურნალისტებს განუცხადა. 

როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, შს მინისტრმა ე.წ.მოდულის შენობა გენერალური პროკურორის მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილთან ერთად ცოტა ხნის წინ დატოვა.
"ამ კაცს ტყუილად აბრალებენ რაღაცეებს და ამაზე თვითონ ისაუბრებს", – განუცხადა ჟურნალისტებს ღარიბაშვილმა.

ამასთან, ჟურნალისტების კითხვაზე, როდის წარედგინება ბრალი მინისტრის ყოფილ მოადგილე გელა ხვედელიძეს, ანცვლიშვილმა აღნიშნა, რომ კანონით განსაზღვრულ ვადებში.
ღარიბაშვილი და ნაცვლიშვილი ე.წ. მოდულის შენობაში, სავარაუდოდ, გელა ხვედელიძის საქმესთან დაკავშირებით იმყოფებოდნენ.

გელა ხვედელიძე წინასწარი დაკავების იზოლატორიშია მოთავსებული. მისი ბრალის წარდგინების ვადა დღეს ოფიციალურად იწურება