ელისო კილაძე კოკა ყანდიაშვილს პრემიერის მოტყუებაში ადანაშაულებს

ელისო კილაძე კოკა ყანდიაშვილს პრემიერის მოტყუებაში ადანაშაულებს

გაზეთ "ქრონიკა პლუსის" მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე კოკა ყანდიაშვილს დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს. 

"პრაიმტაიმის" პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ელისო კილაძემ განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს დეზინფორმაცია და არასწორი ამბები მიეწოდება კოკა ყანდიაშვილისგან.

როგორც ელისო კილაძემ აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილმა დღეს განაცხადა, რომ გია ხუხაშვილს დაურეკა ელისო კილაძემ და უთხრა, გიორგი ფარესიშვილთან დაკავშირებით ის არაფერ შუაში არ არის. კილაძე ამტკიცებს, რომ ხუხაშვილთან არასდროს არ დაურეკავს და მხოლოდ და მხოლოდ ერთი მესიჯი მისწერა, სადაც იტყობინებოდა, რომ გიორგი ფარესიშვილი მის ოფისში იმყოფებოდა.

"თუკი ბიძინა ივანიშვილს ხუხაშვილმა უთხრა, რომ მე დავრეკე მასთან, ხუხაშვილმა მოატყუა პრემიერ-მინისტრი. მე მოვითხოვ, ხუხაშვილმა გაასაჯაროვოს სატელეფონო ზარები და ამით ყველაფერი გაირკვევა", - განაცხადა ელისო კილაძემ.