პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მთავრობის ეკონომიკური გუნდის "სუსტი რგოლად" ეკონომიკის სამინისტროსა და უწყების ხელმძღვანელ გიორგი კვირიკაშვილის არ მიიჩნევს. როგორც მან ჟურნალისტებთან დღევანდელ შეხვედრაზე
,შესაბამის შეკითხვაზე კომენტირებისას განაცხადა, კვირიკაშვილი ძალიან წარმატებული და წესიერი კაცია.
"ვფიქრობ, წარმატებული გუნდი გვყავს და მათ შორის გიორგი კვირიკაშვილიც. ეკონომიკური აღზევება პირდაპირ ეკონომიკის სამინისტროს არ უკავშირდება. კვირიკაშვილი ძალიან წარმატებული და წესიერი კაცია. ასეთივე მაგარია ნოდარ ხადურიც _ ძალიან წარმატებით ართმევს თავს თავის ფუნქციებს. ერთი სიტყვით, ვფიქრობ, კარგი მინისტრები გვყავს. მინისტრებს შორის კონკურსი ტყუილად არაა", - განაცხადა ივანიშვილმა.
ამასთან, პრემიერის განმარტებით, წარმატებული მინისტრი იყო გიორგი მარგველაშვილი, რომელსაც ის ჰქონდა, რაც ზოგიერთ სხვა მინისტრს არ აქვს.
"მარგველაშვილიც წარმატებული მინისტრი იყო. ის, რაც აქვს მარგველაშვილს და არ აქვს სხვა მინისტრებს ან ექსპეტებს, ანალიტიკოსებს თუ პოლიტიკოსებს, არის ის რომ, მარგველაშვილი გახლავთ სახელმწიფო პიროვნება, მას აქვს სახელმწიფო დონის ხედვა. ის სახელმწიფოს გამზადებული ხელმძღვანელია და ჩემი აზრით, წარმატებული პრეზიდენტი იქნება", - განმარტა პრემიერმა.
ივანიშვილის თქმით, 6-7 თვეში ეკონომიკური აღორძინება შეუძლებელი იყო, თუმცა ახალი მთავრობის გაწეული საქმიანობით კმაყოფილია.
"რას შევადაროთ ჩვენი წარმატება? – თუ შევადარებთ ქვეყნის პრობლემებს, რა თქმა უნდა, ძალიან ცუდი მდგომარება გვქნება, თუ გამოვალთ ჩვენი დაპირებებიდან, ვფიქრობ, წარმატებით ვფუნქციონირებთ _ წარმატებით მუშაობს ყველა სამინისტრო და მათ შორის სოფლის მეურნეობის უწყება. ვფიქრობ, ჩვენ თავი გავართვით და თან ძალიან წარმატებულად", - დასძინა ივანიშვილმა.