ბიძინა ივანიშვილი - სალომე ზურაბიშვილისთვის არაფერი შეგვითავაზებია

ბიძინა ივანიშვილი - სალომე ზურაბიშვილისთვის არაფერი შეგვითავაზებია

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილისთვის კონკრეტული თანამდებობა არ შეუთავაზებია. ეს განცხადება პრემიერმა კითხვაზე პასუხისას განაცხადა , რომლის მიხედვითაც, ვრცელდება ინფორმაცია, რომ "ქართულმა ოცნებამ" სალომე ზურაბიშვილს შესთავაზა თბილისის მერობის კანდიდატი იყოს.

"ჩვენ არაფერი არ შეგვითავაზებია ქალბატონი სალომესთვის. მისი სურვილი იყო, რომ ჩვენ გუნდს მხარი დაეჭირა მისთვის რაღაც თანამდებობებზე, რაც განიხილებოდა. უფრო კონკრეტულად რამე განცხადება გავაკეთო, მერიდება. თუ მას გაუჩნდება სურვილი, თუ რაიმე განცხადებას გააკეთებს, ან თვითონ დამირეკავს და მეტყვის, რომ ამაზე საჯაროდ ვისაუბროთ, მერე უფრო კონკრეტულად გაგესაუბრებით", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.