ბიძინა ივანიშვილი – გიორგი ქადაგიძემ ლამის პატიება მთხოვა

ბიძინა ივანიშვილი – გიორგი ქადაგიძემ ლამის პატიება მთხოვა

პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ეროვნლი ბანკის პრეზიდენტ გიორგი ქადაგიძეს მოუწოდებს, პოლიტიკური განცხადებების კეთებას თავი დაანებოს და "საქმეს მიხედოს".
"ეროვნული ბანკის მმართველმა კეთილი ინებოს და თავი დაანებოს პოლიტიკურ განცხადებებს და საკუთარ საქმეს მიხედოს. მე მას რამდეჯერმე შევხვდი და ლამის პატიება მთხოვა "ქართუ ბანკში" განხორციელებული ზეწოლის გამო, რაშიც ის მონაწილეობდა. მე მას აღვუთქვი პირობა, რომ რაც პირადულია და რაც ჩემგან მოდის, შემიძლია მაქსიმალრუად დავიცვა და ვიყო კორექტული. მას აქვს თავისი ფუნქციები და მგონია, ბოლო დროს ძალიან პოლიტიკური გახდა. ეროვნული ბანკი არის დამოუკიდებელი სტრუქტურა და კეთილი ინებოს, თავი დაანებოს პოლიტიკას", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან დღევანდელ შეხვედრაზე.

პრემიერი გიორგი ქადაგიძის იმ ვარაუდს გამოეხმაურა, რომლითაც საქართველოს 6 %-იანი ეკონომიკური ზრდის მიღწევა, რაც დაგეგმილი აქვს, გაუჭირდება.
ბიძინა ივანიშვილის განმარტებით, რეალობა სულ სხვანაირია.

"ჩვენ შევაჩერეთ დროებით იუსტიციის სახლების მშენებლობა, გაურკვეველი პროექტების განხორციელება, რომლებიც სამჯერ ძვირი ჯდებოდა, ჩვენ მათ ავაშენებთ 3-ჯერ იაფად და გაცილებით ეფექტური იქნება. ეს თავისთავად მშპ-ზე აისახებოდა, თუმცა არაფერი საგანგაშო შექმნილ მდგომარეობაში არ არის. ვფიქრობ, წლის მეორე ნახევარი იქნება უფრო ეფექტური, რადგან ინფრასტრუქტურის სამინისტრო გაზაფხულიდან იწყებს სამუშოებს. ეკონომიკა და ბიზნესი ვიცი და კარგი პრაქტიკა და გამოცდილებაც მაქვს. წინა ხელისუფლების პირობებში ეკონომიკური ზრდა იყო ხელოვნური, იმ მეთოდებით მართვა ეკონომიკის, რასაც წინა მთავრობა ახორციელებდა, წინააღმდეგობაში მოდის ეკონომიკურ კანონებთან. ჩვენ გავათავისუფლეთ ეკონომიკა ზედმეტი ჩარევისგან, დავხვეწეთ და მომავალშიც დავხვეწავთ ეკონომიკურ კანონებს, ასევე გამოვიყენებთ ყველა უპირატესობას, რაც წინა ხელისუფლებაში შემთხვევით იყო "ჩაგდებული". თუ გნებავთ ის, რომ 16 %-იანი საერთო საგადასახადო სისტემა გაქვს, რაც დაბალია", - აღნიშნა პრემიერმა.

ამასთან, ბიძინა ივანიშვილის თქმით, მთავრობის მუშაობის შედეგად მიღწეულ პოზიტიურ ნიშნებს მომავალ წელს დავინახავთ, "მესამე წელი იქნება კარგი, მეოთხე კი - ძალიან კარგი".
"ეს იქნება ჭეშმარიტი ეკონომიკური ზრდა. კარტელური შეთანხმებებით, ადეიშვილისგან მართული ეკონომიკითა და სააკაშვილის დანიშნული ბიზნესმენებით ვერ აყვავდება ეკონომიკა. ეს მოდის წიანაღმდეგობაში ყველანაირ კანონთან", - განმარტა ბიძინა ივანიშვილმა.