აგვისტოს ომის საკითხს 8-კაციანი საგამოძიებო ჯგუფი შეისწავლის

აგვისტოს ომის საკითხს 8-კაციანი საგამოძიებო ჯგუფი შეისწავლის

საქართველოს მთავარი პროკურორის არჩილ კბილაშვილის გადაწყვეტილებით, 2008 წლის აგვისტოს საომარი მოქმედებების დროს და მის შემდგომ პერიოდში სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებების შესასწავლად 8-კაციანი საგამოძიებო ჯგუფი შეიმნა.

როგორც მთავარი პროკურატურის განცხადებაშია ნათქვამი, საგამოძიებო ჯგუფი სამი უწყების თანამშრომლებისგან დაკომპლექტდა.

"აღნიშნული საქმის გამოძიების მნიშვნელობის, სისხლის საამართლის საქმის დიდი მოცულობისა და კომპლექსურობის გამო, აგრეთვე, საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს წესდების - რომის სტატუტითა და საქართველოს მიერ ნაკისრი სხვა საერთაშორისო ვალდებულებების გათვალიწინებით, მთავარმა პროკურორმა სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების წარმოება მთავარი პროკურატურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს და თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებს დაავალა. სისხლის სამართლის საქმეს საპროცესო ხელმძღვანელობას საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი მირანდა მელქაძე და საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მედეა როსებაშვილი გაუწევენ",-აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.