"ჯერ მე კირვალიძის შემცვლელს არ ვეძებ, რადგან მისი გამართლების იმედი მაქვს"

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილს ეჭვი ეპარება, რომ სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით კირვალიძე და უწყების დაკავებული პირები გამართლდნენ.

ამის შესახებ ივანიშვილმა დღეს გამართულ პრეს-კონფერენციაზე საია-ს ინფორმაციის კომენტირებისას აღნიშნა, რომლის თანახმად, სოფლის მეურნეობის ყოფილი ჩინოვნიკებზე პროკურორების მხრიდან ზეწოლა მიმდინარეობს.

"ჩემი დიდი სურვილია და ოცნებაც, რომ გამართლდნენ არა მარტო დავით კირვალიძე, არამედ სხვა პირებიც, ვინც დაკავებული არიან, თუმცა ეჭვი მეპარება ამაში. მე გამოძიებაში არ ჩავრეულვარ, თუმცა ყველაფერს თვალს ვადევნებდი, მქონდა კითხვები, რა თქმა უნდა, ბედნიერი ვიქნები, თუ კირვალიძე გამართლდება. ჯერ მე შემცვლელს არ ვეძებ, რადგან ამის იმედი მაქვს", - განაცხადა ივანიშვილმა.