ბიძინა ივანიშვილი გიორგი მარგველაშვილის

ბიძინა ივანიშვილი გიორგი მარგველაშვილის "აღმოჩენით" ბედნიერია

პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართულ საზოგადოებაში გიორგი მარგველაშვილის "აღმოჩენით" ბედნიერია და აცხადებს, რომ მისი მსგავსი პიროვნება "იშვიათად შეხვედრია". 

"ეს კაცი არის გამორჩეული იმით, რომ მას აქვს სახელმწიფო აზროვნება, ის არის კაცი, რომელიც არა საკუთარ პოსტზე და საკუთარი პირობების გაუმჯობესებაზე ფიქრობს, არამედ კაცი, რომელსაც შეუძლია გლობალურად იფიქროს სახელმწიფოზე და მის პერსპექტივებზე. ასეთი კაცი მე იშვიათად შემხვედრია, შეიძლება სულ 2-3", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან დღევანდელ შეხვედრაზე.

მისივე განმარტებით, ის ძალიან ბედნიერია, რომ "ჩვენს საზოგადოებაში ასეთი წარმატებული პიროვნების აღმოჩენა და პრეზიდენტად კენჭისყრაზე მისი თანხმობის მიღწევა მოხერხდა".