ბიძინა ივანიშვილი - ჩვენი გუნდის მიმართ საერთაშორისო თანამეგობრობის ხედვა პრინციპულად შეიცვალა

ბიძინა ივანიშვილი - ჩვენი გუნდის მიმართ საერთაშორისო თანამეგობრობის ხედვა პრინციპულად შეიცვალა

ჩვენი გუნდის მიმართ საერთაშორისო თანამეგობრობის ხედვა პრინციპულად შეიცვალა. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა.
მისი თქმით, დღეს მის მთავრობას აღარ უწევს მუდმივი განმარტებები თუ "ვინ არიან და რისთვის მოვიდნენ" ხელისუფლებაში.

ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ნახევარი წელი დასჭირდა მის მთავრობას, "დაძლეულიყო ის სიცრუე", რასაც "ნაციონალური მოძრაობა" და მისი ლიდერი ავრცელებდნენ.

პრემიერის განცხადებით, ამ ყველაფერზე გავლენა იქონია როგორც მისმა, ასევე მისი მთავრობის წევრების წარმატებულმა ვიზიტებმა უცხოეთში.

"საერთაშორისო თანამეგობრობამ კარგად გააცნობიერა ჩვენი სტარტეგიული ხედვები", - განაცხადა ივანიშვილმა.

მანვე საზოგადოებას მადლობა გადაუხადა მოთმინებისთვის და "ევროპული სახის ჩვენებისთვის".