ბაჩო ახალაია ავღანეთში დაღუპული ქართველი სამხედროების ოჯახებს მადლობას უხდის

ბაჩო ახალაია ავღანეთში დაღუპული ქართველი სამხედროების ოჯახებს მადლობას უხდის

თავდაცვისა და შს ყოფილი ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია ავღანეთში დაღუპული ქართველი სამხედროების ოჯახებს მადლობას უხდის.

ამის შესახებ ახალაიას მიერ გავრცელებულ წერილშია აღნიშნული.

"მინდა ღრმა მწუხარება გამოვხატო იმ სამხედრო მოსამსახურეების, გმირების ოჯახებისადმი, რომლებმაც ქვეყნის უსაფრთხოებას საკუთარი სიცოცხლე შეწირეს, რითაც უდიდესი დანაკლისი მიადგა საქართველოს შეიარაღებულ ძალებს და მთლიანად საქართველოს. ასევე მინდა, ვუთანაგრძნო მათ ოჯახებს და მადლობა გადავუხადო სამაგალითო გმირების აღზრდისთვის. მინდა, გავამხნევო თითოეული დაჭრილი სამხედრო მოსამსახურე და მათ ოჯახებს ვუთხრა, რომ ქვეყანაში მცხოვრები თითოეული მოქალაქე, მათ შორის მე, აღვიქვავთ მათ ქვეყნის სამაგალითო მოქალაქეებად, რომლებიც საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად დგანან ქვეყნის სადარაჯოზე. იმედი მაქვს, რომ ისინი სრულიად ჯანმრთელები დაუბრუნდებიან საკუთარ ოჯახებს, საქართველოს შეიარაღებულ ძალებს და ასევე ღირსეულად გააგრძელებენ სამხედრო სამსახურს", - აღნიშნულია წერილში.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ავღანეთში ქართულ ბაზაზე განხორციელებული ყველაზე მასშტაბური თავდასხმის შედეგად 3 ჯარისკაცი, კაპრალი ალექსანდრე კვიწინაძე, უმცროსი სერჟანტი ზვიად დავითაძე და კაპრალი ვლადიმერ შანავა დაიღუპა და რამდენიმე დაიჭრა.