"ნაციონალური მოძრაობის" პრეზიდენტობის ერთ-ერთ სავარაუდო კანდიდატად ზურაბ ჯაფარიძე სახელდება

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პრეზიდენტობის ერთ-ერთ სავარაუდო კანდიდატად ზურაბ ჯაფარიძე სახელდება. ჯაფარიძე პარტიის შიდა პრაიმერში მიიღებს მონაწილეობას. "ზურაბ ჯაფარიძე ძალიან კარგი ფიგურა, მყარი პრინციპებისა და ღირებულებების მქონე ადამიანია. ის არის ახალი სახე და პრაიმერის მნიშვნელოვანი მონაწილე იქნება" , - აცხადებს დეპუტატი სერგო რატიანი.
ზურაბ ჯაფარიძის გარდა, წინასწარი ინფორმაციით, პრაიმერში მონაწილეობას მიიღებს დავით ბაქრაძე და გიორგი ბარამიძე.