შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელები რეგიონებს ეწვევიან

შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელები რეგიონებს ეწვევიან

16-17 მაისს შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელები იმერეთის რეგიონს ეწვევიან და ადგილზე გაეცნობიან რუსი სამხედროების მიერ ე.წ. „ადმინისტრაციული საზღვრის“ კვეთისთვის ადგილობრივი მოსახლეობის ბოლოდროინდელ უკანონო დაკავების ფაქტებს.

ვიზიტის ფარგლებში, ასევე გაიმართება შეხვედრები იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელებთან, თვითმმართველობის წარმომადგენლებთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან.