დავით უსუფაშვილი უმრავლესობის წევრებთან დახურულ შეხვედრას მართავს

დავით უსუფაშვილი უმრავლესობის წევრებთან დახურულ შეხვედრას მართავს

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ამ წუთებში უმრავლესობის წევრებთან დახურულ შეხვედრას მართავს. განსახლველი თემებიდან მხოლოდ ერთი საკითხია ცნობილი, რომელიც მვლინებებს ეხება.

უსუფაშვილმა ბიუროს დღევანდელ სხდომაზე პარლამენტარებს მივლინებიდან დაბრუნების შემდეგ ანგარიშების წარდგენა მოსთხოვა.

"როცა პარლამენტის ფინანსებით მივლინებებში მიდიხართ, მას უკან რაღაც უნდა მოჰყვეს. ანგარიშები გვჭირდება. მზად ვარ, ეს საკითხი სამუშაო რეჟიმში გავიაროთ", - აღნიშნა ბიუროს დღევანდელ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ.