27 აპრილის შუალედურ არჩევნებში გამარჯვებული დეპუტატობის კანდიდატები მიმდინარე სასესიო კვირიდან პარლამენტის სრულფასოვანი წევრები გახდებიან.
თამარ კორძაიას, პაატა კიკნაველიძის და გიორგი კახიანის პარლამენტის წევრობის უფლებამოსილების ცნობის საკითხზე ხვალ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტი იმსჯელებს. ამის შემდეგ საკითხი პარლამენტს უახლოეს სესიაზე წარედგინება.
27 აპრილს პარლამენტის შუალედური არჩევნები სამ მაჟორიტარულ ოლქში ჩატარდა და სამივეში კოალიცია "ქართული ოცნების" მიერ წარდგენილმა დეპუტატობის კანდიდატებმა გაიმარჯვეს. თამარ კორძაია _ ნაძალადევის, პაატა კიკნაველიძე - ბაღდათის, ხოლო გიორგი კახიანი სამტრედიის მაჟორიტარი დეპუტატები გახდნენ.