"ნოვაია გაზეტა" ინტერპოლის გენერალური მდივნის მიერ მიხეილ სააკაშვილისთვის გამოგზავნილ წერილს ავრცელებს

რუსული გამოცემა "ნოვაია გაზეტა" ინტერპოლის გენერალური მდივნის, რონალდ ნობლის მიერ საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის გამოგზავნილი წერილის შინაარს ავრცელებს. წერილი დეპუტატ გივი თარგამაძეს შეეხება.

"ამ დროისთვის ბატონ თარგამაძეზე წითელი ცირკულარის გაცემაზე მოთხოვნა არ შემოსულა. თუმცა, ინტერპოლის იურიდიულმა სამმართველომ განიხილა გივი თარგამაძესთან დაკავშირებული შეტყობინება, რომელიც რუსეთის ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიურის მიერ იქნა გამოგზავნილი. განვიხილეთ რა ეს შეტყობინება, ინტერპოლის იურიდიულმა სამმართველომ დაასკვნა, რომ ის არ შეესაბამება ინტერპოლის წესებს, კერძოდ, დებულების მე-3 მუხლს. შესაბამისად, რუსეთის ეროვნული ცენტრალურ ბიუროს ვაცნობეთ, რომ გივი თარგამაძის შესახებ ინფორმაცია ამოღებული იქნება ინტერპოლის ბაზიდან და რომ მოცემულ შემთხვევაში, ინტერპოლის ხაზით ურთიერთქმედება შეუძლებელი იქნება", - ნათქვამია რონალდ ნობლის მიერ მიხეილ სააკაშვილისთვის 5 აპრილს გაგზავნილ წერილში.

რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტმა გივი თარგამაძეს 2012 წლის 6 მაისს ბალოტნაიას მოედანზე მომხდარი მასობრივი არეულობის ორგანიზებაში დასდრო ბრალი. ამ წლის თებერვლიდან მოყოლებული ქართველი დეპუტატი, რომლის ექსტრადირებასაც რუსეთი ითხოვდა, ლიტვაში იმყოფებოდა. რამდენიმე დღის წინ ლიტვამ ოფიციალურად განაცხადა უარი თარგამაძის რუსეთისთვის გადაცემაზე.

11 მაისს გივი თარგამაძე საქართველოში დაბრუნდა.