"ქართული ოცნება" სალომე ზურაბიშვილს დედაქალაქის მერობას შესთავაზებს

"კოალიცია "ქართული ოცნება" სალომე ზურაბიშვილს დედაქალაქის მერობას შესთავაზებს.

"პირWელის" ინფორმაციით, ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრს მმართველი გუნდი დედაქალაქის მერობას 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებისთვის შესთავაზებს.

სალომე ზურაბიშვილი 2004-2005 წლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობას იკავებდა.

ამ დროისთვის ყოფილი მინისტრი გაერო-ს უშიშროების საბჭოს სანქციების კომიტეტის ირანის ექსპერტთა ჯგუფის ხელმძღვანელია.