რამდენიმე პირმა პრეზიდენტი ფოთის ეკლესიიდან შეურაცხმყოფელი შეძახილებით გამოაცილა

რამდენიმე პირმა პრეზიდენტი ფოთის ეკლესიიდან შეურაცხმყოფელი შეძახილებით გამოაცილა

ფოთის ეკლესიიდან გამოსული საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი რამდენიმე ადამიანმა შეურაცხმყოფელი შეძახილებით გამოაცილა. ამ ინციდენტის ამსახველი ვიდეომასალა ინტერნეტპორტალმა "smo.ge"–მ გაავრცელა. რამდენიმე ქალბატონი, ასევე "დაიცავი საქართველოს" წევრი კახა მიქაია პრეზიდენტის ესკორტს შეძახილებით დაედევნენ.

ვიდეომასალაში ჩანს, რომ იგივე პირები პრეზიდენტს ფოთის ერთ-ერთ რესტორანთანაც დახვდნენ. ისინი სკანდირებდნენ: "მკვლელო", "სატანა", "სიკვდილი საქართველოს ყველა მოღალატეს", "სიკვიდილი საკაშვილო".

როგორც ერთ-ერთმა ქალბატონმა განაცხადა, მიხეილ სააკაშვილი გაიქცა. "მიშა სააკაშვილი გარბის. ის ჰალსტუხიანი კურდღელია", - აღნიშნა ქალბატონმა, რომელსაც ხელში სათამაშო კურდღელი ეჭირა.