გელა ხვედელიძე დანაშაულს აღიარებს

გელა ხვედელიძე დანაშაულს აღიარებს

შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე, დაკავებული გელა ხვედელიძე დანაშაულს აღიარებს. ამის შესახებ ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. მათივე ინფორმაციით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ, გელა ხვედელიძე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დააკავა.

"გამოძიებით დგინდება, რომ გელა ხვედელიძემ, პირადი მოტივით, ჟურნალისტ გიორგი ფარესაშვილს ინტერნეტ-ქსელში უკანონოდ გაუვრცელა ამ უკანასკნელის პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალა. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.