მელორ ვაჩნაძე და კიდევ რამდენი პირი პრეზიდენტთან შეხვედრაზე დასწრებას ითხოვს

მელორ ვაჩნაძე და კიდევ რამდენი პირი პრეზიდენტთან შეხვედრაზე დასწრებას ითხოვს

გიორგი გაბედავა, რომელმაც რამდენიმე პირთან ერთად ჰომოფობიის საწინააღმდეგო აქციის გამართვა გააპროტესტა, მეგობრებთან ერთად სახელმწიფო უნივერსიტეტში მისვლასა და პრეზიდენტისთვის შეკითხვების დასმას აპირებს.

როგორც გაბედავამ "ინტერპრენიუსთან" საუბრისას აღნიშნა, პილიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული მელორ ვაჩნაძე დაუკავშირდა პრეზიდენტის სამსახურის უფროსს, ნათია ბანძელაძეს და მიხეილ სააკაშვილის სტუდენტებთან დაგეგმილ შეხვედრაზე, მეგობარ სტუდენტებთან ერთად, დასწრების უფლება სთხოვა, რაზეც, გაბედავას თქმით, ბანძელაძემ უარი განუცხადა.

ამის მიუხედავად, გიორგი გაბედავა, მელორ ვაჩნაძე და სხვა პირები სახელმწიფო უნივერსისტეტში მისვლასა და პრეზიდენტთან შეხვედრას მაინც ეცდებიან.

"ჩვენ გვაქვს პრეზიდენტთან კითხვები, რატომ ჩაგვიხოცა მეგობრები ქუჩებში, რატომ დაგვიჭირა უმიზეზოდ და უკანონოდ, რატომ დაკარგა ტერიტორიები, რატომ აწამებდნენ პატიმრებს ცეხეებში", - განაცხადა გიორგი გაბედავამ.

მისვე თქმით, მელორ ვაჩნაძე უნივერსიტეტის მაგისტრია, თავადაც სტუდენტია, რის გამოც მათთვის პრეზიდენტთან შეხვედრაზე დასწრება ლოგიკურია.
მიხეილ სააკაშვილი თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელბოსი სახელმწიფო უნვიერსიტეტის სტუდენტებს დღეს შეხვდება. შეხვედრა 13.00 საათისთვის არის დანიშნული.