ბიძინა ივანიშვილი 14 მაისს ჟურნალისტებს შეხვდება

ბიძინა ივანიშვილი 14 მაისს ჟურნალისტებს შეხვდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი 14 მაისს ჟურნალისტებს შეხვდება. როგორც "ინტერპრესნიუსს" პრემიერის პრესსამსახურიდან აცნობეს , პრესკონფერენციაზე დასწრების მსურველი მედიასაშუალებების წარმომადგენლებმა აკრედიტაცია 12 მაისის 18:00 საათამდე უნდა გაიარონ.

ჟურნალისტის, ოპერატორის, ფოტორეპორტიორისა და ჩართვის ჯგუფის წევრების ვინაობა უნდა მიეწოდოს პრემიერის პრესსამსახურს ელექტრონულ მისამართზე - pressivanishvili@gmail.com.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი პრესკონფერენციაზე მთავრობის მუშაობის შედეგებს შეაჯამებს და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხებს.