საქართველოს საზღვარზე გადაადგილებულ ვიზიტორთა სტატისტიკური მონაცემები

საქართველოს საზღვარზე გადაადგილებულ ვიზიტორთა სტატისტიკური მონაცემები

საზოგადოებრივი ინტერესის შესაბამისად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილებულ პირთა შესახებ სტატისტიკური მონაცემების ყოველთვიურ განსაჯაროებას.

2013 წლის აპრილის თვე 362 695 ვიზიტით განისაზღვრა, რაც 2012 წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელზე 21 %-ით მეტია.

რაც შეეხება მიმდინარე წლის იანვარ-აპრილის ინტერვალს, დასახელებულ შუალედში ჯამურმა რაოდენობამ 1 291 593 ვიზიტი შეადგინა, რაც 32%-ით მეტია 2012 წლის ანალოგიური საანგარიშო

პერიოდის მაჩვენებელზე, ხოლო შემოღებული პირობითი დაყოფის მიხედვით, მონაცემთა ურთიერთმიმართება შემდეგია:

ა) ტურისტი - 469 095 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 36%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 26,6%); ბ) ტრანზიტი - 202 697 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 15.7%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 54%); გ) სხვა - 619 801 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 48%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 30%).

2013 წლის აპრილში საქართველოში ყველაზე მეტი ვიზიტი კვლავ თურქეთიდან (+2.7%), აზერბაიჯანიდან (+11.6%), სომხეთიდან (+50.8%), რუსეთიდან (+49.3%), უკრაინიდან (+80.2%) და ირანიდან (+11%) განხორციელდა. ასევე, გარკვეული ზრდის ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით აპრილში გამოირჩევიან პოლონეთის (60%), შუა აზიის ქვეყნებიდან - უზბეკეთისა და ყაზახეთის (შესაბამისად 41% და 30%), ხოლო აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან კი ბელორუსიის მოქალაქეები - 32% –იანი მატებით.