თბილისის მთავარი სამმართველოს დიდუბე–ჩუღურეთის სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა 1989 წელს დაბადებული ალექსანდრე შ. ნარკოდანაშაულისთვის ცოტნე დადიანის ქუჩაზე, საქართველოს ფოსტის ფილიალის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს.
სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას 3,864 გრ „ბუპრენორფინი“ და 0,1166 გრ „კოკაინი“ ამოიღეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ალექსანდრე შ–ს საფრანგეთიდან ამანათით ფეხსაცმელი გამოუგზავნეს, რომელშიც ნარკოტიკები იყო დამალული. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა–შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).