ირაკლი ღარიბაშვილმა ისრაელში ვიზიტი დაასრულა

ირაკლი ღარიბაშვილმა ისრაელში ვიზიტი დაასრულა

შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ისრაელში ვიზიტი დაასრულა. ვიზიტის ფარგლებში შინაგან საქმეთა მინისტრი ისრაელის უშიშროების მინისტრ იცჰაკ აარონოვიჩს შეხვდა. ასევე გაიმართა შეხვედრა ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროში. შეხვედრებზე მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის საკითხები და სამომავლო პერსპექტივები განიხილეს.

სამინისტროს ინფორმაციით, ხელი მოეწერა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ისრაელის სახელმწიფოს საშინაო ფრონტალური დაცვის სამინისტროს შორის საგანგებო სიტუაციების სფეროში თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმს.