საქართველოში წითელას 2940 შემთხვევაა რეგისტრირებული

საქართველოში წითელას 2940 შემთხვევაა რეგისტრირებული

საქართველოში წითელას 2940 შემთხვევაა რეგისტრირებული. საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, წითელას 2940 შემთხვეაა რეგისტრირებული. მათ შორის 1929 შემთხვევა თბილისშია დაფიქსირებული, დანარჩენი საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში.

წითელას გამო 927 პაციენტის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო. 2 შემთხვევა ლეტალურად დასრულდა.

წითელას ეპიდემიის გავრცელების თავიდან ასაცილებლად, სახელმწიფო იმუნიზაციის ვაქცინაციის პროგრამას ახორციელებს.