პრეზიდენტი დღეს თსუ-ს სტუდენტებს შეხვდება

პრეზიდენტი დღეს თსუ-ს სტუდენტებს შეხვდება

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებს შეხვდება .

ინფორმაცია ამის თაობაზე თსუ-ს ვებ-გვერდზე გავრცელდა. პრეზიდენტი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე, ქვეყნის განვითარებაში ახალგაზრდობის როლზე ისაუბრებს და სტუდენტების შეკითხვებს უპასუხებს.

შეხვედრაზე დასწრების მსურველი რეგისტრირებული სტუდენტები 12.00 საათზე უნდა გამოცხადდნენ თსუ-ის I კორპუსში და თან იქონიონ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.