იუსტიციის მინისტრს გაუხარდება, თუ პარლამენტი ნაფიც მსაჯულთა შესახებ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტოს არ დაძლევს

იუსტიციის მინისტრს გაუხარდება, თუ პარლამენტი ნაფიც მსაჯულთა შესახებ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტოს არ დაძლევს

იუსტიციის მინისტრს გაუხარდება, თუ პარლამენტი ნაფიც მსაჯულთა შესახებ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტოს არ დაძლევს, - ამის შესახებ თეა წულუკიანმა "საზოგადოებრივი მაუწყებლის" გადაცემაში "დიალოგი დავით პაიჭაძესთან" განაცხადა.

მისი თქმით, კანონპროექტის განხილვის დეტალებზე ინფორმაციას არ ფლობს, რადგან ეს საპარლამენტო პროცესია. "ჩემი ინფორმაციით, პარლამენტმა გადაწყვიტა, რომ ამ საკითხზე არ იყო მიზანშეწონილი ვეტოს დაძლევა. თუ პარლამენტი ვეტოს არ დაძლევს, გამიხარდება, რადგან თავიდანვე არ ვუჭერდი მხარს, რომ ბრალდებულს არ ჰქონოდა არჩევანი – წარმდგარიყო ნაფიც მსაჯულთა წინაშე თუ მისი საქმე განეხილა პროფესიით მოსამართლეს. მე ამას არასოდეს ვემხრობოდი, თუმცა, ეს იყო გუნდის გადაწყვეტილება", - განაცხადა წულუკიანმა.

მინისტრის თქმით, მისთვის, როგორც უფლებადამცველისა და იუსტიციის მინისტრისთვის უფრო მნიშვნელოვანი იყო მეორე კანონპროექტი საერთო სასამართლოების შესახებ, რომლის ვეტოც პარლამენტმა დაძლია და რითაც შეუძლია, ამაყობდეს.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოსთან დაკავშირებით "სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის" მოქმედი ნორმის ძალაში დატოვების გადაწყვეტილება 1-ელ მაისს მიიღო და პრეზიდენტის ვეტო არ დაძლია.