მანანა კობახიძე გია დვალისა და დავით მაღრაძის თაობაზე ინფორმაციას ვერც ადასტურებს და ვერც უარყოფს

მანანა კობახიძე გია დვალისა და დავით მაღრაძის თაობაზე ინფორმაციას ვერც ადასტურებს და ვერც უარყოფს

პოლიტიკური გაერთიანება "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი მანანა კობახიძე გავრცელებულ ინფორმაციას გია დვალისა და დავით მაღრაძის საპრეზიდენტო კანდიდატებად განხილვის თაობაზე ვერც ადასტურებს და ვერც უარყოფს.

აღნიშნულთან დაკავშირებით მანანა კობახიძე აცხადებს, რომ კოალიციის კანდიდატს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი წარადგენს.

"რაც შემიძლია გითხრათ არის ის, რომ კანდიდატი იქნება კონსენსუსის გზით შერჩეული. ის იქნება ღირსეული, რომელიც გაუწევს ღირსეულ კონკურენციას სხვა კანდიდატებს. ჩვენ წარვადგენთ კანდიდატურას, რომელსაც ქართული საზოგადოება მოიწონებს და მხარს დაუჭერს", - აცხადებს მანანა კობახიძე.

მისივე თქმით, პრემიერი კოალიციის საპრეზიდენტო კანდიდატს საზოგადოებას მომავალი კვირისთვის გააცნობს.