კათოლიკოს-პატრიარქმა უცნობი ჯარისკაცის საფლავი გვირგვინით შეამკო

კათოლიკოს-პატრიარქმა უცნობი ჯარისკაცის საფლავი გვირგვინით შეამკო

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნატარესმა ილია მეორემ ვაკის პარკში უცნობი ჯარისკაცის საფლავი გვირგვინით შეამკო. 

ფაშიზმზე გამარჯვების 68-ე წლისთავთან დაკავშირებით უწმინდესმა უცნობი ჯარისკაცის საფლავთან ღვინო და ტკბილეული მიიტანა და სანთლები დაანთო. ამასთან, პატრიარქმა აღდგომის საგალობელი "ქრისტე აღდგა მკვდრეთით" სამჯერ იგალობა და გარდაცვლილთა სულის მოსახსენიებელი ლოცვა წაიკითხა.

ვაკის პარკში უცნობი ჯარისკაცის საფლავთან დღეს დილიდან მიდიან როგორც რიგითი მოქალაქეები, ისე პოლიტიკოსები. ვაკის პარკში დილიდან შეკრებილები არიან ომის ვეტერანები.