კოალიცია "ქართულ ოცნებაში" პრეზიდენტობის კანდიდატებად ამერიკაში მცხოვრები ქართველი მეცნიერის, გია დვალისა და პოეტ დავით მაღრაძის კანდიდატურებიც განიხილება.
"ინტერპრესნიუსის"ინფორმაციით, აღნიშნულთან დაკავშირებით კონსულტაციები უკვე მიმდინარეობს, საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის, თუმცა პრემიერ-მინისტრი ორივეს მიმართ დადებითად არის განწყობილი.
ამასთან, კოალიციის პოლიტსაბჭო 11 ან 12 მაისს შეიკრიბება და საბოლოო გადაწყვეტილებას 13 მაისს გამოაცხადებს.