"საქართველო ტიალი არასოდეს იქნება, რადგან მას ღვთისმშობელი მფარველობს"

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის განცხადებით, საქართველო ტიალი არასოდეს იქნება, რადგან მას ღვთისმშობელი მფარველობს.

ამის შესახებ უწმინდესმა მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის შენობის 145 წლისთავთან დაკავშირებით სასახლეში გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე განაცხადა.

"მინდა, მადლობა ვუთხრა ყველას, ვინც ამ ბავშვების აღზრდაზე შრომობს. აი, აქ გაისმა ორი მოხევური სიმღერა. მართლაც დარიალა იყო ტიალი და დღეს იქ არის დიდი მონასტერი და ის ტიალი აღარ არის. საქართველოს არასდროს იქნება ტიალი, რადგან ქვეყანას ყოვლდწმინდა ღვთისმშობელი დედა მფარველობს", - ბრძანა უწმინდესმა.