"უნდა მოხდეს შეთანხმება სახელმწიფო მოდელზე, რომლითაც ქვეყანა განვითარებას აპირებს"

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, უნდა მოხდეს შეთანხმება სახელმწიფო მოდელზე, რომლითაც ქვეყანა განვითარებას აპირებს.

ამის შესახებ ჩიქოვანმა ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარის მიერ გაჟღერებული ინფორმაციის კომენტირებისას განუცხადა, რომლის თანახმად, უსუფაშვილმა აღნიშნა, რომ მაისის ბოლომდე სახელმწიფო კონსტიტუციური ცვლილებების კომისია შეიქმნება.

"ჩვენი პოზიცია ამასთან დაკავშირებით ახალი არ არის. ჩვენ ხელისუფლებაში მოსვლამდეც ვსაუბრობდით, რომ ქვეყნაში საკონსტიტუციო კომისია უნდა შეიქმნას, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციების, საზოგადოების წარმომადგენლების ჩართულობას უზრუნველყოფს და ერთხელ და სამუდამოდ ჩვენს კონსტიტუციას ადექვატურს გახდის და ყველას ნორმალური განვითარების საშულებას მისცემს. რიგ საკითხებთან დაკავშირებით კონსტიტუციაში ბევრი კოლიზიიაა და ზოგადად სისტემა მოსაწესრიგებელია. ასევე ჩვენ უნდა შევთანხმდეთ იმ სახელმწიფო მოდელზე, რომლითაც ეს ქვეყანა განვითარებას აპირებს", - განაცხადა ჩიქოვანმა.