"ვფიქრობ, ჩვენი კანდიდატი "ქართული ოცნების" ნებისმიერ კანდიდატზე უკეთესი იქნება"

საპარლამენტო უმცირესობის წვერის გიორგი ვაშაძის აზრით, კარგი იქნება თუ "ნაციონალური მოძრაობის" პრაიმერში დაახლოებით, ხუთი საპრეზიდენტო კანდიდატი მაინც მიიღებს მონაწილეობას.

ამის შესახებ ვაშაძემ "პირველი რადიოს" რადიო-კლუბში გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა.

"დღეს საქართველოს გამოცდილი, პროფესიონალი ადამიანი სჭირდება, რომელიც ქვეყნის უკუსვლის ტემპს შეაჩერებს. მიუხედავად იმისა, რომ პრეზდენტის უფლებები შეზღუდულია, მისი პოზიციები ქვეყნის სწორად მართვის კუთხით მაინც მნიშვნელოვანია, ამიტომ ჩვენ გვექნება ძალიან სერიოზული წინასაარჩევნო კამპანია ჩვენი კანდიდატის გასამარჯვებლად და ვფიქრობ, რომ ჩვენი კანდიდატი "ქართული ოცნების" ნებისმიერ კანდიდატზე უკეთესი იქნება", - განაცხადა ვაშაძემ.

რაც შეეხება პრაიმერს, ვაშაძის თქმით, მისი ჩატარების კონკრეტული თარიღი თვის ბოლოს დაზუსტდება.

თავად გიორგი ვაშაძე კი პრაიმერში მონაწილეობას არ მიიღებს, რადგან საპრეზიდენტო ასაკი არ აქვს.