თავდაცვის სამინისტროში ვეტერანთა პრობლემების მოგვარებისთვის ახალი დეპარტამენტი იქმნება

თავდაცვის სამინისტროში ვეტერანთა პრობლემების მოგვარებისთვის ახალი დეპარტამენტი იქმნება

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია პირობას დებს, რომ ვეტერანებს "პატრონი გამოუჩნდებათ". როგორც ალასანიამ ვაკის პარკში, უცნობი ჯარისკაცის საფლავის გვირგვინით შემკობის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველოს ღისრების საქმეა, ვეტერანთა ცხოვრება ბევრად უფრო გაიოლებული, დაფასებული და ღირსეული იყოს. აღნიშნულიდან გამომდინარე, ალასანიას თქმით, თავდაცვის სამინისტროში ვეტერანთა პრობლემების მოგვარების მიზნით ახალი დეპარტამენტი იქმნება.

"მინდა, ყველას მოგილოცოთ 9 მაისი, მეორე მსოფლიო ომში ყველაზე დიდი გმირობა სოწრედ ჩვენ ვაჩვენეთ, რადგან ყველაზე მეტი ჩვენი თანამემამულე ჩვენ დავკარგეთ. ჩვენი ღირსების საქმეა, რომ ამ ადამიანების ცხოვრება ბევრად უფრო გაიოლებული, დაფასებული და ღირსეული იყოს. აქედან გამომდინარე, ჩვენ კონკრეტულ ნაბიჯებსაც ვდგამთ, რომ მათი პრობლემები იყოს მოგვარებული, ვქმნით ცალკე დეპარტამენტს, რომელიც მათ სოციალურ პაკეტზე ზრუნვას დაიწყებს და სწორედ ამ კანონპროექტით მიღების შემდეგ ვეტერანებს ეყოლებათ პატრონი, რომელიც განსაზღვრავს, როგორც პოლიტიკას ვეტერანებთან მიმართებაში, ისე სოციალური დახმარების საშუალებებს", - აღნიშნა ირაკლი ალასანიამ.