შსს-მ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში დაკავებული მოქალაქეები გაათავისუფლა

შსს-მ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში დაკავებული მოქალაქეები გაათავისუფლა

შსს–ს საინფორმაციო–ანალიტიკური დეპარტამენტის შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს და საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის წარმომადგენლების მიერ, „ცხელი ხაზის“ მეშვეობით, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებთან მოლაპარაკებების შედეგად, 11 უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე დღეს გათავისუფლდა.

გათავისუფლებულთა შორისაა კასპის რაიონის სოფ. საკორინთლოს მკვიდრი ნიკოლოზ სარაული, რომელიც რუსი სამხედროების მიერ, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. ადმინისტრაციული საზღვრის „უკანონო კვეთის“ ბრალდებით, 5 მაისს იყო დაკავებული.