წვიმიანი ამინდები დაახლოებით 10 დღის განმავლობაში შენარჩუნდება

წვიმიანი ამინდები დაახლოებით 10 დღის განმავლობაში შენარჩუნდება

დაახლოებით 10 დღის განმავლობაში საქართველოში არამდგრადი, წვიმიანი ამინდები იქნება. როგორც "ინტერპრესნიუსს" გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრიდან სვეტლანა ნიორაძემ აცნობა, ხვალ დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველო ზოგიერთ რაიონში გამოიდარებს, თბილისში კი იწვიმებს.

ხანმოკლე წვიმა შენარჩუნდება 10 მაისსაც, თუმცა, ჰაერის ტემპერატურა ამჟამად არსებულთან შედარებით მოიმატებს. ხვალ დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 27 გრადუსი იქნება, 10 მაისს - 31 გრადუსი, ხოლო სანაპირო ზოლში - 20-22 გრადუსი.

აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონებში კი 9-10 მაისს 18-23 გრადუსია მოსალოდნელი, 11 მაისს - 32 გრადუსი. 12 მაისს დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონებში ისევ წვიმა და ელჭექი იქნება. ცვალებადი ამინდები საქართველოში დაახლოებით 10 დღე გაგრძელდება.