შეხვედრა აშშ-ს გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორთან

შეხვედრა აშშ-ს გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორთან

2013 წლის 8 მაისს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ვიზიტით ეწვია ამერიკის შეერთებული შტატების გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორი - რობერტ მიულერი.

შეხვედრას ასევე ესწრებოდა საქართველოში აშშ-ს ელჩი - რიჩარდ ნორლანდი. შსს-ს მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე - ალექსანდრე ტაბატაძე, ადმინისტრაციის უფროსი - თამარ ტალიაშვილი და სხვა ოფიციალური პირები. მხარეებმა განიხილეს ურთიერთთანამშრომლობის საკითხები, მათ შორის საერთაშორისო თანამშრომლობა სამართალდამცავ სფეროში.

ალექსანდრე ტაბატაძემ ამერიკელ კოლეგას გააცნო სამინისტროში გატარებული და დაგეგმილი რეფორმები. აგრეთვე, საუბარი შეეხო სამომავლო გეგმებს.