გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცველებმა

გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცველებმა "ლაბორატორია 1918"-ის რამდენიმე წევრი დააკავეს

რამდენიმე წუთის წინ გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცველებმა სტუდენტური გაერთიანება "ლაბორატორია 1918"-ის რამდენიმე წევრი დააკავეს. 

სტუდენტების აყვანის ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ, თუმცა აღნიშნულთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაკეთებულა.

მომხდარის შესახებ სხვადასხვაგვარი ინფორმაცია ვრცელდება. ერთ-ერთი ინფორმაციით, "ლაბორატორია 1918"-ის რამდენიმე წევრი ორგანიზაციის წარმომადგენლების მიერ აქციის გამართვის დროს, მაშინ აიყვანეს, როცა სტუდენტებმა გზა გადაკეტეს და სამართალდამცველებს მისი გახსნის საშუალება არ მისცეს.

სტუდენტური გაერთიანების წარმომადგენლები აქციას მშრომელთა სოლიდარობის დღესთან დაკავშირებით მართავდნენ.