საქართველოს პრემიერ-მინისტრს არ აქვს ინფორმაცია, გაიმართება თუ არა 6 მაისს პოლიციის აღლუმი. როგორც ბიძინ აივანიშვილმა დღეს "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, პოლიციის აღლუმის თემა განხილული არ ყოფილა.
"დრო კიდევ არსებობს და დღეს ალბათ ყველა ერთად მოვახეხრებთ ამ საკითხის განხილვას. რადგან აქამდე განხილვა არ ყოფილა, მზად არ მაქვს პასუხი, რას აპირებს პოლიცია", - აღნიშნა ივანიშვილმა.
6 მაისი პოლიციის დღედ ვანო მერაბიშვილის შს მინისტრობის დღეს დაწესდა. წელს 6 მაისი აღდგომის მეორე დღეა და საფლავებზე გასვლის დღეს ემთხვევა.